ბედნიერი შეხვედრა/bednieri shexvedra


დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი: ვლადიმერ კარსანიძე
დამდგმელი ოპერატორი: დავით კანდელაკი
დამდგმელი მხატვრები: ნიკოლოზ ქურდიანი, ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ვერიკო ანჯაფარიძე (ნინო), დოდო ჭიჭინაძე (ეთერი), შალვა ღამბაშიძე (ზურაბი), თეიმურაზ ხელაშვილი (ბიძინა), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (სერაფიონი), ცეცილია წუწუნავა (ვასასი), გიორგი შავგულიძე (ერემო), აკაკი კვანტალიანი (აფრასიონი), ჩიტოლია ჩხეიძე (ასმათი), ირინე მაღალაშვილი (მარგალიტა), თინა ღამბაშიძე (ჩიტოლია), ლილია ზვერევა (მარინე კოროლიოვა), ვახტანგ ნინუა (ხაფიჩია), ივანე გვინჩიძე (სევერიანე), მედეა ჩახავა (ჟუჟუნა), თამარ ციციშვილი (ელენე), შ. ჩხიკვაძე (ჭიჭიკო), ვ. ძაგნიძე (პაჭუტია), ელენე საყვარელიძე (მასწავლებელი), ირაკლი ქოქრაშვილი (გლეხი)

ფილმი აღდგენილია კ/ს “ქართული ფილმის” მიერ 1976 წელს, გადაღების თარიღად მითითებულია 1948 წელი.

კოლმეურნეობა “განთიადი” მეზობელ კოლმეურნეობასთან შეჯიბრში დამარცხდება. შრომის ახლებური მეთოდების დანერგვით და გამოცდილი მეჩაიეს ხელმძღვანელობით “განთიადი” დროებით წარუმატებლობას დაძლევს და პირველობას დაიბრუნებს. საერთო სიხარულის მიუხედავად მოწინავე მეჩაიე ეთერი უგუნებოდაა – მისმა შეყვარებულმა, ბიძინამ, ფრონტიდან დაღუპული მეგობრის ვაჟი ჩამოიყვანა, რომელიც ეთერს ბიძინას შვილი ჰგონია. მალე ბავშვს დედა ჩამოაკითხავს და გაუგებრობა გაირკვევა.

LIVE TELEVIZIA

Comments

comments

თუ ვიდეო წაშლილია ან არ ირთვება, მოგვწერეთ. რათა დროულად გამოვასწოროთ ხარვეზი