გლახის ნაამბობი/glaxis naambobi

დამდგმელი რეჟისორი: ლეო ესაკია
სცენარის ავტორები: ვლადიმერ კარსანიძე, ლეო ესაკია
დამდგმელი ოპერატორი: შოთა კილაძე
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის ოპერატორი: დავით ლომიძე
მონაწილეობენ: გოჩა აბაშიძე (გაბრო), ოთარ ხატიაშვილი (დათიკო), ალექსანდრე ომიაძე (პეპია), მედეა ჩახავა (თამრო), გრიგოლ კოსტავა (დიტო), აკაკი კვანტალიანი (შაქრო), ალექსანდრე გომელაური (ილია ჭავჭავაძე), ენრიკო ღაღანიძე (იაკობი), იოსებ (სოსო) ლაღიძე (სანდრო), ზ. გაჩეჩილაძე (გაბრო ბავშვობაში), დათო დანელია (დათიკო ბავშვობაში), მიხეილ მგელაძე (ყარაჩოხელი), ირაკლი ქოქრაშვილი (ვაჭარი), გიორგი ჟუჟუნაშვილი, დიმიტრი ყიფიანი (ყარაჩოხელი)

გადაღებულია ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით

სასწავლებლად გაგზავნილ ბატონიშვილ დათიკოს ქალაქში თანშეზრდილ ყმას, გაბრიელს გააყოლებენ. ბატონის სიკვდილის შემდეგ ახალგაზრდები სოფელს დაუბრუნდებიან. გაბროს მოხუცი პეპიას გოგო, თამრო შეუყვარდება და ქალის ხელს ითხოვს. დათიკო პირველი ღამის უფლების გამოყენებას მოისურვებს, გაბროს არც თხოვნას, არც მუქარას არ შეისმენს, მას და პეპიას დააპატიმრებინებს, თამროს მოატაცებინებს და საწადელს აისრულებს. სინდისი მალე შეაწუხებს – კატორღისკენ გარეკილი ტუსაღების ბადრაგს თავს დაესხმის და პეპიას და გაბროს გაათავისუფლებს. გაბრო საცოლისთვის შურს იძიებს და დათიკოს მოკლავს.

გაუზიარე მეგობრებს Facebook ზე! გაუზიარე მეგობრებს Facebook ზე!!
რეიტინგი : 1 Star2 Stars3 Stars4 Stars
Loading ... Loading ...

 
 

კატეგორიები

შესვლა