27 დაკარგული კოცნა/27 dakarguli kocna


27 dakarguli kocna

დამდგმელი რეჟისორი: ნანა ჯორჯაძე
სცენარის ავტორები: ირაკლი კვირიკაძე, მარინა ზვერევა, ნანა ჯორჯაძე
დამდგმელი ოპერატორი: ფედონ პაპამიხეილი
დამდგმელი მხატვარი: ვაჟა ჯალაღანია
კომპოზიტორი: გორან ბრეგოვიჩი
მემონტაჟე: ვესელა მარჩევსკი
მონაწილეობენ: ნინო (ნუცა) კუხიანიძე (სიბილა), ევგენი სიდიხინი (ალექსანდრე), შალვა (შაკო) იაშვილი (მიკი), პიერ რიშარი (კაპიტანი), ამალია მორდვინოვა (ვერონიკა), ნინო კობერიძე (მარტა), ლევან უჩანეიშვილი, დავით გოგიბედაშვილი, ელგუჯა ბურდული, ბაია (ბარბარე) დვალიშვილი, ხათუნა იოსელიანი, მარინა კახიანი, გია როინიშვილი, ნანა შონია, თამარ სხირტლაძე, ნინო თარხან-მოურავი, ბაადურ წულაძე
პროდიუსერები: იენს მოირერი, დამინ ოლივიე

ეს არის ამბავი ლამაზი, რომანტიკული და ამაფორიაქებელი ზაფხულისა, სადღაც აღმოსავლეთში. 14 წლის სიბილა არდადეგების გასატარებლად პატარა სიზმარეულ ქალაქში ჩადის. მას შეურვარდება ალექსანდრე – ასტრონომი, რომელიც ძველ ობსერვატორიას უვლის. იგი 41 წლისაა და მიიჩნევს, რომ სიბილა ჯერ პატარაა სიყვარულისათვის. ამავე დროს, სიბილა თავდავიწყებით უყვარდება ალექსანდრეს შვილს, 14 წლის მიკის. სიბილა მიკის პირდება, რომ შემოდგომამდე ასჯერ აკოცებს, მაგრამ მიკი მხოლოდ 73 კოცნას მიიღებს.

ფესტივალები და პრიზები:
პრიზი საოპერატორო ნამუშევრისათვის და პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ნუცა კუხიანიძეს, ავინიონის საერთაშორისო ფესტივალი (2000).
“მაყურებელთა სიმპათიის პრიზი”, სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი (2000).
“გრან პრი”, ვარნის საერთაშორისო კინოფესტივალი (2000).
პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის, მარ-დე-პლატას (არგენტინა) საერთაშორისო კინოფესტივალი (2000).
“გრან პრი”, პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ნუცა კუხიანიძეს და საუკეთესო დებიუტისათვის შაკო იაშვილს, საერთაშორისო კინოფესტივალი “ბალტიისპირეთის მარგალიტი” (რიგა) (2000).
ჟიურის სპეციალური პრიზი, სან-ვალის საერთაშორისო კინოფესტივალი (აშშ) (2001).
ჟიურის პრიზი, ნიუ-დელის საერთაშორისო კინოფესტივალი (2001).

Comments

comments

თუ ვიდეო წაშლილია ან არ ირთვება, მოგვწერეთ. რათა დროულად გამოვასწოროთ ხარვეზი