ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა/axalgazrda kompozitoris mogzauroba


axalgazrda kompozitoris mogzauroba

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორები: ერლომ ახვლედიანი, გიორგი შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
დამდგმელი მხატვრები: ბორის ცხაკაია, ნიკოლოზ (ნიკუშა) შენგელაია
კომპოზიტორი: გუსტავ მალერი
ხმის ოპერატორი: ვილჰელმ გოგიჩაიშვილი
მემონტაჟე: სოფიო მაჩაიძე
მონაწილეობენ: გია ფერაძე (ლეკო თათაშელი), ლევან აბაშიძე (ნიკუშა ჩაჩანიძე), ზურაბ ყიფშიძე (ელიზბარ წერეთელი), რუსუდან ქვლივიძე (თეკლა წერეთელი), რუსლან მიქაბერიძე (შალვა წერეთელი), მზეჭაბუკ (ჭაბუა) ამირეჯიბი (დავით იტრიელი), ლილი იოსელიანი (ეფემია წერეთელი), თემო ჯაფარიძე (გიორგი ოცხელი), ქეთევან ორახელაშვილი (გურანდუხტი), ზინაიდა კვერენჩხილაძე (გულქანი), ია რჩეულიშვილი, ზაქრო (ზაზა) კოლელიშვილი, რამაზ იოსელიანი, თემურ ბიჭიაშვილი, ბიჭიკო ანდრონიკაშვილი, დევი ივანოვ-ჩიქოვანი, პაატა ბარათაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, ირაკლი ხიზანიშვილი, ლაურა რეხვიაშვილი, ლევან თურმანიძე

გადაღებულია ოთარ ჩხეიძის რომანის ბორიაყის მიხედვით

1905 წლის რევოლუციის შემდგომი პერიოდი. ქვეყნად რეაქციული ძალები დათარეშობენ, პროგრესსა და თავისუფალ სულს ებრძვიან, მოაზროვნეებსა და პატრიოტებს სპობენ. ადამიანებს ჩიხიდან თავის დაღწევა უნდათ, მაგრამ შიშით დათრგუნულებს წინააღმდეგობის გაწევა არ შუძლიათ – მუდამ ვიღაც მხსნელის მოლოდინში არიან. ამიტომაც არის, რომ ხალხური სიმღერების შესაკრებად ჩასულ ახალგაზრდა კომპოზიტორს, ნიკუშას, შეთქმულების ორგანიზატორად მიიჩნევენ. ნიკუშა და მისი თანამგზავრი ლეკო თათაშელი მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებიან. ლეკო არარსებულ დანაშაულს დაიბრალებს და თავს ჩამოიხრჩობს, “განათლებულებს” ანუ ინტელიგენციას ერთად შეყრიან და დახვრეტენ.

ფესტივალები და პრიზები:
“ვერცხლის დათვი” საუკეთესო რეჟისურისათვის დასავლეთ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი (1986).
ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრიზი წლის საუკეთესო ფილმისთვის (1987).

LIVE TELEVIZIA

Comments

comments

თუ ვიდეო წაშლილია ან არ ირთვება, მოგვწერეთ. რათა დროულად გამოვასწოროთ ხარვეზი