არსენას ლექსი arsenas leqsi


arsena
დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორები: სანდრო შანშიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვრები: ირაკლი გამრეკელი, თამარ აბაკელია
კომპოზიტორი: გრიგოლ კილაძე
ხმის ოპერატორი: როსტისლავ ლაპინსკი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: სპარტაკ ბაღაშვილი (არსენა), ნატო ვაჩნაძე (ნენო), ალექსანდრე იმედაშვილი (ფარსადანი), ნუცა ჩხეიძე (დარეჯანი), ვერიკო ანჯაფარიძე (მანანა), ვიქტორ გამყრელიძე (გივი), ივანე პერესტიანი (ბარონი როზენი), პეტრე მორსკოი (მიტროხინი), ვასილ მატოვი (ოსტუჯევი), სეფე ლორთქიფანიძე (ციციშვილი), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი (მარიკა – ზურიკოს დედა), ზურაბ ლეჟავა (ზურიკო), ალექსანდრე კვალიაშვილი (კინტო), ემანუილ აფხაიძე (მესტვირე), გიორგი გაბელაშვილი (ვაჭარი), ალექსანდრე გომელაური, კირილე მაჭარაძე, შალვა გედევანიშვილი (კორნეტი ამილახვარი), ვლადიმერ (ლადო) გვიშიანი, ნიკოლოზ ანჯაფარიძე, ზაალ ტერიშვილი, კოხტა ყარალაშვილი, გიორგი ჯავაშვილი, ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (მღვდელი)

ქართული ხალხური პოემის “არსენას ლექსის” მოტივების მიხედვით

ბეგარის გადასახადის დაგვიანებისთვის თავადი ციციშვილი არსენას მამას ყურს ჩამოათლის. არსენა ფიცს დადებს, რომ მამის შეურაცხყოფისთვის შურს იძიებს. თავადის უსამართლობით გატანჯული გლეხები მხარს დაუჭერენ არსენას, კონფლიქტი აჯანყებაში გადაიზრდება. ციციშვილი სოფელში დამსჯელ რაზმს ჩააყენებს და მოსყიდული გლეხის, ფარსადანის მეშვეობით არსენას ციხეში გამოამწყვდევს. დეკაბრისტ ოსტუჟევის დახმარებით ხერხდება არსენას ციხიდან გაქცევის ორგანიზება. არსენა კვლავ აჯანყებას ჩაუდგება სათავეში, მაგრამ კაზაკთა ჯართან უთანასწორო ბრძოლაში მისი რაზმი დამარცხდება. არსენას მოღალატე ფარსადანის ტყვია შეიწირავს.

ფესტივალები და პრიზები:
მიენიჭა სახელმწიფო პრემია (1941).

Comments

comments

თუ ვიდეო წაშლილია ან არ ირთვება, მოგვწერეთ. რათა დროულად გამოვასწოროთ ხარვეზი