უდიპლომო სასიძო / udiplomo sasidzo


დამდგმელი რეჟისორი: ლევან ხოტივარი
სცენარის ავტორები: რევაზ (რეზო) ებრალიძე, ოთარ რაზმაძე, ლევან ხოტივარი
დამდგმელი ოპერატორი: ლევ სუხოვი
დამდგმელი მხატვრები: ოთარ (I) ლითანიშვილი, ლერი კენჭოშვილი
კომპოზიტორი: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: კონსტანტინე (კოტე) მგალობლიშვილი (ბიჭიკო), ბელა მირიანაშვილი (ნანი), აკაკი კვანტალიანი (ვარდენი), დუდუხანა წეროძე (კესარია), ვახტანგ ნინუა (ნიკოლოზი), თენგიზ მაისურაძე (ზურაბი), დოდო აბაშიძე (დოდო), ზანდა იოსელიანი (ქეთევანი), აკაკი ვასაძე (პარმენი), რევაზ ხობუა (მძღოლი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი, ჰენრიეტა ლეჟავა, ქართლოს კასრაძე, ალექსანდრე კვალიაშვილი

ბიჭიკოს დედა ძლიერ განიცდის, რომ მის უდარდელ შვილს მთელი სოფელი უქნარად თვლის. ბიჭიკოს სწავლა არ აინტერესებს და თავისი შეყვარებული ნანი ქვეყანას ურჩევნია. ნანის მამას, ვარდენს უდიპლომო სასიძოს სახელის გაგონებაც არ სურს, ქალიშვილისთვის შესაფერის საქმროდ აგრონომი ნიკოლოზი ეგულება. ბიჭიკო ნანის მოტაცებას გადაწყვეტს, მაგრამ შემთხვევით ხელში მამამისი შერჩება. საქმე ბიჭიკოს სასარგებლოდ აეწყობა, რადგან გაუგებრობაში მოხვედრილი ვარდენის ერთადერთი მფარველი სწორედ ის აღმოჩნდება. ვარდენი მიხვდება, რომ ბიჭიკო გულისხმიერი ადამიანია და სასიძოდ აღარ დაიწუნებს.

უშენოდ მგონი მოვკვდები / ushenod mgoni movkvdebi
უძინართა მზე / udzinarta mze
თუ ვიდეო წაშლილია ან არ ირთვება, მოგვწერეთ. რათა დროულად გამოვასწოროთ ხარვეზი

Comments

comments