არ იდარდო!/ar idardo!


ar idardo!არ დაიდარდო
დამდგმელი რეჟისორი: გიორგი დანელია
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) გაბრიაძე
დამდგმელი ოპერატორი: ვადიმ იუსოვი
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
მონაწილეობენ: ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე (ბენჟამენ ღლონტი), სერგო ზაქარიაძე (ლევან ცინცაძე), ანასტასია ვერტინსკაია (მერი ცინცაძე), სოფიკო ჭიაურელი (სოფიკო), გიორგი (გოგი) ქავთარაძე (ლუკა), ევგენი ლეონოვი (სამხედრო), კოტე დაუშვილი (მამაო), იპოლიტე ხვიჩია (სანდრო), დოდო აბაშიძე (გენერალი ვამეხ ვახვარი), არიადნა შენგელაია (გენერლის მეუღლე), სერგეი ფილიპოვი (ეროსი ცირიულნიკი), ლევან შამილოვი (ვარლამი), ზურაბ ქაფიანიძე (გენერლის ადიუტანტი), მერაბ კოკოჩაშვილი (პორუჩიკი იშხნელი), დავით კობახიძე (აბესალომი), რევაზ ბარამიძე (კოკი), ვერიკო ანჯაფარიძე (კოკის დედა), კარლო საკანდელიძე (დოდო), აბესალომ ლორია (სავლე), ირაკლი ნიჟარაძე (პეტრე), სესილია თაყაიშვილი (დეიდა დომნა), ალექსანდრე კუპრაშვილი (კოსტა), ბაადურ წულაძე (ვანო), ლია გუდაძე (ვანოს მეუღლე მარგო), ეკატერინე ვერულეიშვილი (თამარი), გია ბადრიძე (კაპიტანი გაბრიაძე), ია ნინიძე (ციცინო), გიორგი დანელია (ციხის ზედამხედველი), მგერ (ფრუნზე) მკრტიჩიანი (ტუსაღი)

პროვინციელი ექიმის, ბენჟამენ ღლონტის და სოფიკო გადაწყვეტს ძმას ცნობილი მკურნალის, ლევან ცინცაძის ქალიშვილი, მშვენიერი მერი გაურიგოს. მერი ბენჟამენს გამოუტყდება, რომ გაკოტრებული თავადი ალექსი უყვარს და მისგან ბავშვს ელოდება. შეყვარებულები გაიპარებიან. ალექსის სადგურზე ჩხუბში მოკლავენ, მერი კი მშობიარობას გადაყვება. დარდისგან განადგურებულ ლევანს უკურნებელი სენი აღმოაჩნდება. იგი მეგობრებს შეკრებს და გამოსამშვიდობებელ წვეულებას გამართავს. ლევანი ბენჟამენს სთხოვს, მისი სიკვდილის შემდეგ დაობლებულ ახალშობილზე იზრუნოს.

Comments

comments

თუ ვიდეო წაშლილია ან არ ირთვება, მოგვწერეთ. რათა დროულად გამოვასწოროთ ხარვეზი